ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ზამთრის საკურორტო ზონებში ისევ ორი კომპანია იფრენს
15 იანვარი, 2018, 19:10
ზამთრის საკურორტო ზონებში ისევ ორი კომპანია იფრენს

თბილისი (GBC) - ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენებს ისევ Wucher Helikopter Gmbh და HTM Helicopter Travel Munich GmbH განახორციელებენ. 

კომპანიებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან  ფრენების განხორციელების ნებართვა უკვე მიიღეს. 

ავსტრიული კომპანია Wucher Helikopter Gmbh მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 15 აპრილამდე გუდაურისა და მესტიის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი 3 ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება. გასულ წლებში აღნიშნულ მომსახურებას კომპანია ორი ვერტმფრენით ასრულებდა.

იგივე დანიშნულებით განახორციელებს ოპერირებას გერმანული კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH“. ფრენები მიმდინარე წლის 24 იანვრიდან 13 მარტის ჩათვლით გუდაურის ზონაში, AS 350 B3E ტიპის ვერტმფრენით განხორციელდება.

„Heli-skiing” მომსახურება ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები