ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ალექსიშვილი: დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია
15 იანვარი, 2018, 11:05
ალექსიშვილი: დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება  ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია

თბილისი (GBC) - ძალიან კარგი და პოზიტიური საკითხია, - ასე აფასებს ექს-ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებულად დაბრუნების პროცესის დაწყებას.

PMCG -ის ანალიტიკოსის თქმით, პროცესი განსაკუთრებით წაახალისებს ექსპორტს და ექსპორტიორებს.

„ძალიან პოზიტიურად ვაფასებ და ვერანაერ შეფერხებას ვერ ვხედავ. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ექსპორტიორებისთვის და ვფიქრობ, ექსპორტს შეუწყობს ხელს. მეორეს მხრივ, ეს სასარგებლოა დაბანდებული კაპიტალით წარმოქმნილი დღგ-ს უკან დაბრუნების შემთხვევაში“, - აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.

ფინანსთა სამინისტრო პროცესის გამარტივებით ბიზნესისთვის 600 მილიონი ლარის დაბრუნებას ელის, მათგან 400-450 მილიონამდე ლარს, 10 000 ბიზნესსუბიექტი გამარტივებულად (განაცხადის წარდგენიდან 5 დღის ვადაში) დაიბრუნებს. 

ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გამარტივებულად დაბრუნების პარალელურად იქმნება პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა. მისი სრულფასოვანად ამოქმედების შემდეგ კი, ბიზნესს ბიუროკრატიასთან შეხება აღარ ექნება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები