| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სანტე მომხმარებლის პრეტენზიას ეხმაურება.
კომპანია მომხმარებლებს ახსენებს, რომ რძის პროდუქტი და რძე არის მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს. ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის, შესაფუთის ჰერმეტულობის დაზიანების ან ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს პროდუქტის აჭრა და ჭარბი შრატის გამოყოფა.
„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები უყურადღებოდ არ ტოვებს მომხმარებლის მხრიდან შემოსულ არც ერთ შენიშვნას და იმ ერთეულ შემთხვევაშიც კი როცა ფიქსირდება პრეტენზია დაუყოვნებლივ ვამოწმებთ ობიექტსა და შეძენილი პროდუქტის შენახვის პირობებს. მოცემულ შემთხვევაში დავუკავშირდით მომხმარებელს... ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში კონკრეტული პრობლემის იდენტიფიცირება და ფაქტის მიზეზების განსაზღვრა სამწუხაროდ ვერ ხერხდება, რადგან მომხმარებელმა ვერ შეძლო მოეწოდებინა საჭირო ინფორმაცია- მას არ ახსოვს არც იმ ობიექტის დასახელება სადაც განხორციელდა შესყიდვა და არც პროდუქტის წარმოების ვარგისიანობის ვადა”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
რძის პროდუქტების მწარმოებელი 20 წლიან მოღვაწეობაზეც აღნიშნავს და აცხადებს, რომ სანტე არის ბაზრის უპირობო ლიდერი სტაბილურად მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი ასორტიმენტის გამო.
ამასთან, კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, ვისაც აქვს ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტზე ან ნებისმიერ მსგავს შემთხვევაზე, დეტალები მიაწოდოს ცხელი ხაზის ნომერზე 2 241 241 სამუშაო საათებში (9:00-18:00) ან მოგვწეროს კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss