| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Bitcoin-ის ღირებულება 13 ათას დოლარამდე დაეცა.
კრიპტოვალუტის ვარდნის მაპროვოცირებელი ოფიციალური სეულის განცხადება გახდა. სამხრეთ კორეას სურს სრულად აკრძალოს კრიპტოვალუტებით ვაჭრობა.
CoinMarketCap-ზე, დილის ვაჭრობაზე Bitcoin-ის ფასი 8.7%-ით, 13.13 ათას დოლარამდე დაეცა. Bitfinex -ზე კი, ვარდნამ 6.3% შეადგინა.
თბილისის დროით, 11.45 საათისთვის, Bitcoin 13.71 ათასი დოლარი ღირს, კაპიტალიზაცია 230.4 მილიარდს აღწევს.
ეთერიუმი 8.9% ვარდნას აჩვენებს და 1228.76 დოლარად ივაჭრება. Ripple -ის ფასი 1.75 დოლარია (-3.82%) Bitcoin Cash -ი გაძვირდა 4.29%-ით და 2549.08 დოლარი ღირს.
კრიტპოვალუტების პერსპექტივაზე განსხვავებულია ცნობილი ინვესტორების და ექსპერტების მოსაზრებები. მაგალითად უორენ ბაფეტი, რომელიც "ინვესტიციების გურუდ" მიიჩნევა ციფრულ ვალუტას არ ენდობა და ამბობს, რომ არასოდეს ჩადებს ინვესტიციას Bitcoin-ში, უფრო მეტიც ბაფეტი კრიპტოვალუტების "ცუდ დასასრულს" უწინასწარმეტყველებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss