| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბაზისბანკის ჰოლდინგი ახალი შვილობილის "ჰუალინგ დაზღვევის“ შემომატებაზე აცხადებს.
სადაზღვევო კომპანია სიცოცხლის და არა სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიები უკვე მიიღო.
კომპანია ბაზარზე აქტიური ოპერირების დაწყებას 2018 წლის მეორე კვარტლიდან გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარებს „ჰუალინგ დაზღვევის“ სადაზღვევო სტრატეგიის შესაბამისად პროდუქტების შემუშავება. კომპანიის მთავარი მიზანია შექმნას მომსახურების გამორჩეული სტანდარტი მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომისა და მასზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნის გზით. აღნიშნული კი უზრუნველყოფს მომხმარებელთან გრძელვადიანი, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის დამყარებას.
აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკის შვილობილ კომპანიებს დაემატა სალიზინგო კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი“, რომელიც ასევე 2018 წლის მეორე ნახევრიდან გააქტიურდება. ბანკის ჰოლდინგური განვითარება თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბაზისბანკის წილის ზრდას და შესაძლებლობას მისცემს ჯგუფს კლიენტებს შესთავაზოს ფინასური სერვისების სრული სპექტრი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss