ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
Microsoft-მა Bitcoin-ის, როგორც საგადახდო საშუალების, მიღება შეაჩერა
მარიამ მინაძე
9 იანვარი, 2018, 12:02
Microsoft-მა Bitcoin-ის, როგორც საგადახდო საშუალების, მიღება შეაჩერა

თბილისი (GBC) - Microsoft-მა Bitcoin-ის, როგორც საგადახდო საშუალების, მიღება შეაჩერა.

ოფიციალური განმარტება ამის თაობაზე არ გაკეთებულა, მაგრამ უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზად კრიპტოვალუტის არასტაბილურობა სახელდება.

Bleepingcomputer.com-ის ცნობით, კომპანიებისთვის, მაგალითად როგორიცაა მაიკროსოფტი და Steam, Bitcoin-ის არასტაბილური,  მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ფასი, შესაძლოა უზარმაზარი ზარალის მომტანი გახდეს.

Microsoft არ იძლევა ბიტკოინით გადახდის საშუალებას, თუმცა მომხმარებლებს თხოვს წინასწარ დაამატონ დოლარში განსაზღვრული თანხა და გადაიხადონ ბიტკოინით. ეს კომპანიისთვის მაინც სავარაუდო ზარალის მომტან საკითხად რჩება, ამიტომ Microsoft-ი მომხმარებლებს საბანკო ბარათებით, ტრანზაქციებით ან PayPal-ით გადახდას ურჩევს.

აღსანიშნავია, რომ მაიკროსოფტს ბიტკოინის მხარდაჭერა 2014 წლიდან აქვს ჩართული. მისი მხარდაჭერის პროცესის შეჩერება კი Microsoft-მა დეკემბერში დაიწყო. მიმდინარე კვირას ასევე Visa-მ შეწყვიტა ხელშეკრულება WaveCrest-თან, რომელიც ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების სადებეტო ბარათების გამომშვებია. შედეგად დაიხურა ასიათასობით კრიპტოვალუტების ბარათები. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები