ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
BITFURY ჯგუფი პოლიტიკოსებს პასუხობს
8 იანვარი, 2018, 15:53
BITFURY ჯგუფი პოლიტიკოსებს პასუხობს

თბილისი (GBC) - Bitfury ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ეფრემ ურუმაშვილი განცხადებას ავრცელებს.

"ბიტფიური ჯგუფი ეხმაურება ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ სრულიად უსაფუძლო განცხადებებს. გვსურს ღიად დავაფიქსირო ოფიციალური პოზიცია, რომ კომპანია ბიტფიური, რომელიც უმსხვილესი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა (თითქმის 1 მლრდ კაპიტალიზიაციით) 2014-2015 წწ “ბიტფიური ჯგუფი” სარგებლობდა სესხით "თანაინვესტირების ფონდიდან", რომელიც 2015 წელს ჩანაცვლდა "საქართველოს ბანკისგან” (BOG) მიღებული საბანკო სესხით, ვისთანაც დღემდე ვიმყოფებით ფინანსურ-საქმიან ურთიერთობაში.

ისლანდიის, ნორვეგიის და კანადის მსგავსად, საქართველოში "ბიტფიური ჯგუფი” ფლობს მაინინგის ცენტრებს, მაგრამ გორში მაინინგი დიდი ხანია აღარ ხდება, შესაბამისად, იქ ჭარბი ელექტროენერგიის საჭიროება არ არსებობს (იქ მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრია) და მხოლოდ თბილისის (გლდანის რაიონში მდებარე) დატა ცენტრში მიმდინარეობს მაინინგი.

რაც შეეხება დენის საფასურს, მის გადახდებს, ტარიფებს და შესაძლოა პრივილეგიებს, რაზეც ჩვეულად და თავის სტილში აპელირებს ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი, აქაც მთელი პასუხისგებლობით გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, არცერთერთ ეტაპზე ”ბიტფიური ჯგუფს” არ უსარგებლია არანაირი პროვილეგიით ან შეღავათით. ამის დასტურად ჩვენი კომპანია - მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს - კომუნალური(ელექტროენერგიის შესყიდვა-გადახდის) გადასახადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც BM.ge ავრცელებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები