| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2017 წლის განმავლობაში ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები 16,45%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.
ფოთის პორტში 318,752 TEU კონტეინერი გადამუშავდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 273,690 TEU იყო.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გადაამუშავა 6 მილიონ 600 ათასი ტონა ტვირთი რაც 7,7%-ით მეტია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, რასაც ნავსადგურის მენეჯმენტი საქართველოს მზარდი ეკონომიკისა და კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების შედეგს უკავშირებს.
„ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ყველაზე დიდი ნავსადგურია საქართველოში, ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება საპორტო ინფრასტრუქტურის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss