ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადა 5 წლიდან 180 დღემდე შემცირდა
8 იანვარი, 2018, 12:22
საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადა 5 წლიდან 180 დღემდე შემცირდა

თბილისი (GBC) - საბაჟო საწყობებში წლობით გაჩერებული საქონელის პრობლემის მოგვარებისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა.

ბიზნესის მოთხოვნით, საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა ნაცვლად 5 კალენდარული წლისა განისაზღვრა 180 კალენდარულ დღემდე, ხოლო საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის ვადა, ნაცვლად განუსაზღვრელი პერიოდისა, განისაზღვრა 2 კალენდარული წლით.

 აღნიშნული ცვლილება საშუალებას იძლევა გადაწყდეს წლობით არსებული (მათ შორის, ვადაგასული ან გაფუჭებული) საქონლისაგან საბაჟო საწყობების გათავისუფლებისა და შენახვის ადგილების მოცდენის პრობლემა.

„ცვლილება ამოქმედებულია 2017 წლის 14 ივლისიდან, თუმცა იმ საქონელზე, რომელიც საბაჟო საწყობში დროებით შენახული იყო აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე, დროებით შენახვის 180 დღიანი ვადის ათვლა  2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო.  

ამ შემთხვევაში, საუბარია საბაჟო საწყობებში წლობით მიტოვებულ საქონელზე, რომელიც პრობლემებს უქმნიდა როგორც საწყობის მფლობელებს, ასევე საგადასახადო ორგანოებს, რადგან შეუძლებელი ხდებოდა ასეთი საქონლის განკარგვა, რადგან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის შენახვა იყო უვადო, ხოლო დროებით შენახვა – 5-წლიანი.

ამ ცვლილებით შემცირდა დროებით შენახვის ზღვრული ვადა, მაგრამ ასევე, განისაზღვრა მისი იმავე ვადით (180 დღე) გაგრძელების შესაძლებლობაც.

საწყობის სასაქონლო ოპერაციაში შენახვის ვადა კი, ფაქტიურად, არ შეზღუდულა, რადგან დადგენილი 2-წლიანი ვადა დეკლარანტმა შეიძლება გააგრძელოს შეუზღუდავი რაოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები არ შესრულდა, მოხდება საქონლის განკარგვა დადგენილი წესით”, - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები