| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ისტორიაში პირველად, გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს (ECRB) ქართველი პრეზიდენტი ჰყავს.
სემეკის წევრი გიორგი ფანგანი საბჭოს 2 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმის რატიფიცირებიდან რამდენიმე თვეში, ქ. ათენში გამართულ შეხვედრაზე გიორგი ფანგანი ECRB-ის პრეზიდენტად ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
გიორგი ფანგანის თქმით, საბჭოს ხელმძღვანელობისას მისი მიზანი იქნება ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების მეტი ინტეგრაცია ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე, კანონმდებლობის ჰარმონიზება და ენერგეტიკულ გაერთიანებაში ახალი წევრების მიღების ხელშეწყობა.
ენერგეტიკული თანამეგობრობა არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში.
„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ საქართველომ ვალდებულება აიღო ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციაზე. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, საქართველომ 2016 წელს ხელი მოაწერა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმს და 2017 წლის პირველი ივლისიდან საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss