| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თეგეტა მოტორსმა HOWO-ს სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ნაწილებზე ახალი შეთავაზება გამოაცხადა.
აქციის ფარგლებში სათადარიგო ნაწილების შეძენის შემთხვევაში, შემძენს 50%-მდე გარანტირებული თანხა უბრუნდება.
აქცია მოქმედებს 1 იანვრამდე, „თეგეტას“ ყველა სერვის ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.
ხოლო კორპორატიული მომხმარებლები ისარგებლებენ 15%-იანი ფასდაკლებით, 31 იანვრის ჩათვლით.
HOWO-ს სატვირთო ავტომობილების ავტოსერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტას“ შემდებ სერვის ცენტრებში: თბილისი - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5 და სამგორში, კახეთის გზატკეცილი №63; ასევე ქუთაისი - ნიკეას მე-9 ჩიხი №2; ფოთი - ლარნაკას ქ. №2 და ბათუმი - აეროპორტის გზატკეცილი №263 ბ (საბაჟო ტერმინალთან).
„თეგეტა“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss