ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სემეკი ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის მიზეზს ასახელებს
27 დეკემბერი, 2017, 17:19
სემეკი ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის მიზეზს ასახელებს

თბილისი (GBC)  - ტარიფის ზრდა განაპირობა კომპანიების მიერ ინვესტიციების მაღალმა მოცულობამ და ვალუტის კურსის ცვლილებას ტარიფზე გავლენა არ მოუხდენია, – განაცხადა მედიასთან  სემეკ-ის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ. 

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,5 ნიშნულზე.

„ტარიფების ზრდა განაპირობა კომპანიების მიერ მაღალი მოცულობის ინვესტიციებმა, რომელიც უნდა განხორციელდეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მოხმარება არის სერიოზულად გაზრდილი, 2020 წლისთვის კი დაახლოებით 20%-ით გაიზრდება მოხმარება. ეს არის სერიოზული გამოწვევა სექტორისთვის. ინვესტიციები უნდა განხორცილდეს ორი მიმართულებით, ერთი გადამცემი ქსელი და გამანაწილებელი ქსელი უნდა გაძლიერდეს, ხოლო მეორე უნდა მოხდეს ახალი ჰიდროელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია", - აცხადებს მილორავა. 

მისი თქმით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებლი ინვესტიციების ჯამური ვალდებულება  1.2 მლრდ  ლარია.

"განსხვავებით 2015 წლისგან, როდესაც ტარიფების ზრდა განხორციელდა მნიშვნელოვნად მხოლოდ ვალუტის კურსის ცვლილებით. ამჟამად ვალუტის კურსის ცვლილება ჩვენ არ გვაქვს და ტარიფის გაანგარიშებისას ჩვენ გავითვალისწინეთ კურსი 2,5 ლარზე“, – განაცხადა ირინა მილორავამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები