| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პრემიერი მომავალ წელს ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას ელის.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ წარმატებით გადალახა 2014 წლიდან დაწყებული საგარეო შოკი და წელს ზრდის კარგი ტრენდი აჩვენა.
" ვფიქრობთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მან დასაქმებაზეც გაამახვილა ყურადღება, სტატისტიკა მოიხმო, რომლის მიხედვით, 2017 წლის 9 თვეში შეიქმნა 38 ათასი სამუშაო ადგილი და ამ მიღწევას ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა.
" მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი 4- პუნქტიან გეგმაში, ბიზნესს მისცა საშუალება 500 მლნ ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსი დაეზოგა. ეს რესურსი მიმართული იქნა ეკონომიკაში, რაზეც დიდწილად მოდის მაღალი დინამიკა. მომავალი წლიდან იგეგმება, რომ მხოლოდ ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად სულ 5-დან 7 სამუშაო დღის პერიოდში იქნება შესაძლებელი დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნება. ასევე, 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რაც ფინანსურ სექტორს კიდევ უფრო მდგრადს გახდის და დაზოგვის მაჩვენებელს გაზრდის, გააუმჯობესებს ჩვენს ქვეყანაში. ამ რეფორმას მხარს უჭერს სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. 2018 წელს ასევე მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება ერთიანი მომსახურების სივრცის - ბიზნესსახლის პროექტის მიმართულებით და ასევე გავააქტიურებთ სტარტაპების დაფინანსების დაწყებულ პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა საგარეო ვაჭრობის გააქტიურებაზეც ისაუბრა და ევროკავშირში ვაჭრობის კარგი დინამიკა გამოყო და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების ბენეფიტებიც დაანონსა.
"დარწმუნებული ვარ, ამ ხელშეკრულების ნაყოფს ჩვენ ვიგრძნობთ 2018 წლის განმავლობაში. ამ ხელშეკრულებამ უკვე ამოქმედებამდე მოიტანა ეფექტი და წელს ჩვენ 7 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავყიდეთ ჩინეთის ბაზარზე. ჩვენი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის დივერსიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს შეუქცევადად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ საგარეო ვაჭრობის და ექსპორტის კუთხით რისკები გვქონდეს განაწილებული“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss