| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგიანობაში პრემიერი დარწმუნებულია.
ცვლილებებზე გიორგი კვირიკაშვილმა წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ამ ცვლილებების მიზანი იყო უფრო მოქნილი და ეფექტიანი მთავრობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებების შედეგს ჩვენ მომავალში არაერთხელ დავინახავთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც ცნობილია სამინისტროების რაოდენობა შემცირდა. გაუქმდა სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო და მისი ფუნქციების ინტეგრაცია მოხდა განათლების და კულტურის სამინისტროებში. ენერგეტიკის სამინისტრო შეუერთდა ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები გადანაწილდა სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის. ცვლილებით, არსებობა შეწყვიტა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმაც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss