ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
1 კვირაში 5000 ლარის დეპოზიტებზე დაზღვევის სისტემა ჩაირთვება
26 დეკემბერი, 2017, 10:15
1 კვირაში 5000 ლარის დეპოზიტებზე დაზღვევის სისტემა ჩაირთვება

თბილისი (GBC) - მომავალი კვირიდან 5000 ლარის დეპოზიტებზე დაზღვევის სისტემა ჩაირთვება. 

2018 წელს დაგეგმილ ღონისძიებებსა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მომავალ საინვესტიციო პოლიტიკაზე  დეპოზიტების დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. 

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აღნიშნული სისტემის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია თითოეული მოქალაქე დეტალურად იყოს ინფორმირებული დეპოზიტების დაზღვევის სისტემის თაობაზე და გაიზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე.

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ. 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება აღნიშნული სისტემის ამოქმედება. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ითვალისწინებს 5 ათასი ლარის ფარგლებში, ყველა დეპოზიტის დაზღვევას. ეს არის დამატებითი და ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ფინანსური სტაბილურობის სისტემაში. მოგეხსენებათ, საქართველოს საფინანსო სისტემა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში გამოირჩევა მდგრადობით, შესაბამისად, ეს კიდევ ერთი დამატებითი ელემენტი იქნება იმისათვის, რომ დეპოზიტარმა უფრო დაცულად იგრძნოს თავი,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.  

„ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური კომპონენტი როგორც მთლიანად ფინანსური სექტორის სტაბილურობის მიმართულებით, ისე ჩვენი მოქალაქეების ფინანსური სტაბილურობის დაცულობის კუთხით. 1-ლი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სრულ მზადყოფნაში იქნება იმისათვის, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ქვეყანაში ამოქმედდეს და იფუნქციონიროს წარმატებულად“, - განაცხადა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსმა, ოთარ ძიძიკაშვილმა.

დეპოზიტების დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2 დამოუკიდებელი წევრი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები