ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გამარტივებული შესყიდვებით 3 მილიარდის კონტრაქტებია დადებული
25 დეკემბერი, 2017, 16:24
გამარტივებული შესყიდვებით 3 მილიარდის კონტრაქტებია დადებული

 

თბილისი (GBC) –  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვების ზრდაზე აცხადებს და ამ პროცესში კორუფციის მაღალ რისკებზე მიუთითებს.

ორგანიზაციის ცნობით,  2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 2.86 მლრდ ლარი შეადგინა. 2015 წელს გამარტივებული შესყიდვები მთლიანი შესყიდვების 33.7% იყო, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი გაუარესდა და 37%-ს მიაღწია;

პრობლემურ საკითხებს შორისაა ახალდაფუძნებულ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება. ასეთი  95 მლნ ლარის ღირებულების 25 625 ხელშეკრულებაა. არის შემთხვევები როდესაც ხელშეკრულების გაფორმება წინ უსწრებდა კომპანიის რეგისტრაციას ან კომპანია ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო დაფუძნებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ 150-მდე კომპანიასთან დაკავშირებულმა 140-მდე  პირმა (ყოფილი ან მოქმედი მეწილე ან დირექტორი) მმართველ პარტიასქართულ ოცნებას” 6 მლნ ლარამდე თანხა შესწირა. მათი კომპანიების მიერ მიღებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ, დაახლოებით, 75 მლნ ლარი შეადგინა;

გამარტივებულ შესყიდვებში ყველაზე მსხვილი კონტრაქტები „გარდაბნის თბოსადგური 2”-მა (მთლიანობაში დაახლოებით 376 მლნ ლარი), „ჯორჯიან ტრანზიტმა” (245 მლნ ლარი) და თბილისის მერიამ (145 მლნ ლარი) დადეს;

10 ყველაზე მსხვილი მიმწოდებლის  მიერ დადებული ხელშეკრულებების ჯამურმა ოდენობამ 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი კი China Tianchen Engineering Corpoeration იყო, რომელსაც „გარდაბნის თბოსადგურ 2“-თან 376 მლნ ლარის ღირებულების მხოლოდ 1 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული;

„შესყიდვების სააგენტოს პორტალის მიხედვით ჩანს, რომ 50-ზე მეტ შემსყიდველს თითქოს გამარტივებული შესყიდვებით საერთოდ არ უსარგებლია, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია და გვაფიქრებინებს, რომ ინფორმაციის შეგნებულ დაფარვას აქვს ადგილი. მათ მიერ განხორციელებული შესყიდვებიდან ტენდერები იძებნება, გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებები კი პორტალზე არ არის ხელმისაწვდომი, რაც პრობლემას წარმოადგენს“, - მიიჩნევს ორგანიზაცია.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები