ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სენაკის 120 მილიონიანი ცემენტის ქარხნის მშენებლობა იანვარში დაიწყება
25 დეკემბერი, 2017, 15:54
სენაკის 120 მილიონიანი ცემენტის ქარხნის მშენებლობა იანვარში დაიწყება

თბილისი (GBC) - სენაკში 120 მილიონიანი ცემენტის ქარხნის მშენებლობა იანვარის ბოლოს დაიწყება.

კომპანია „ქართული სამშენებლო მასალების“ დირექტორი, მინდია გუმბაძე GBC-სთან აცხადებს, რომ უკვე თითქმის   დასრულებულია პროექტირება.  მოხდა გარკვეული ცვლილებები, რის გამოც დროებით შეფერხდა პროექტის დაწყება, თუმცა ცვლილებები მხოლოდ ტექნიკური ხასიათის იყო, მათ შორის მოხდა შენობების განლაგების ცვლილება და ეს არც საწარმოს წარმადობას, არც მიღებული პროდუქტის ხარისხსს, არც ეკოლოგიას და არც პროექტის ინვესტიციას უკავშირდებოდა.

მისი თქმით, საუბარია 1.2 მილიონ ტონა მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღებაზე, რომელსაც კონკურენტუნარიანი ფასი ექნება. გუმბაძე აღნიშნავს, რომ წელს კომპანიამ უკვე 1 მილიონი ლარის ინვესტიცია მოახდინა, კერძოდ მოხდა ბურღვითი სატესტო აფეთქებები კარიერზე, სადაც უნდა მოხდეს მოპოვება, ასევე გაიყვანეს 3 კმ-იანი კარიერამდე მისასვლელი გზა.

მისივე ინფორმაციით, იანვრის ბოლოს დაიწყება მიწის სამუშაოები, მარტში სავარაუდოდ იქნება მზად გარემოზე ზემოქმედების შეფასება და 2018 წლის ბოლოს 2019 წლის დასაწყისში საწარმო შეძლებს პირველი პროდუქტის გამოშვებას.

გუმბაძე გზშ-ს ანგარიშის განხილვის გამო გამორიცხავს პროექტის შეფერხებას და აღნიშნავს, რომ ტექნიკა დანადგარები არის ევრო 4 სტანდარტის და გზშ-ს გამო პროექტების შეფერხება სწორედ ისაა, რომ თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, ან თუნდაც პროექტები დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა და ბინძურდება გარემო.

მისი ინფორმაციით, საქართველოში ცემენტის წლიური მოხმარება 2.5 მილიონი ტონაა, საიდანაც 70% ადგილობრივი წარმოებაა, თუმცა აქედანაც გარკვეული მასალის იმპორტი ხდება. იმ პირობებში კი, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელება იწყება (ანაკლიის პორტი, ნენსკრა ჰესი)  გუმბაძე ცემენტის დეფიციტზე საუბრობს.

კომპანიის გათვლით, პროდუქციის გამოშვების შემდეგ, მათი ცემენტი ბაზრის 50%-ს მაინც დაიკავებს, რადგან ეს იქნება კონკურენტუნარიანი ფასის, მაღალი ხარისხის ცემენტი.

გუმბაძე ასევე აღნიშნავს, რომ ცემენტის ქარხანა  მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არ იმუშავებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რამდენიმე მემორანდუმიც გაფორმდა შავი ზღვისპირა ქვეყნებთან, მათ შორის უკრაინასთან. ექსპორტი სავარაუდოდ განხორციელდება ბულგარეთშიც და რუსეთშიც.

შეგახსენებთ, კლინკერის ცემენტის ქარხანას ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი აზიურ-აფრიკული მენეჯმენტის კომპანიასა და  ჰუალინგ ჯგუფთან ერთად აშენებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები