ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტენდერების მეფე: ყველაზე მეტი ღირებულების კონტრაქტები ბლექს სი გრუპს აქვს მიღებული
25 დეკემბერი, 2017, 13:54
ტენდერების მეფე: ყველაზე მეტი ღირებულების კონტრაქტები ბლექს სი გრუპს აქვს მიღებული

თბილისი (GBC) – ბოლო 2.5 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებში ყველაზე მეტი ღირებულების კონტრაქტები „ბლექს სი გრუპმა“ მიიღო-  ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ახალ ანგარიშშია აღნიშნულია.

ორგანიზაციის ცნობით, ამ პერიოდში  ტენდერის გზით 6.1 მლრდ ლარის ღირებულების 66 639 ხელშეკრულება დაიდო; მათგან ყველაზე მეტი ღირებულების კონტრაქტები „ბლექს სი გრუპმა“ მიიღო. საუბარია   დაახლოებით 89 მლნ ლარის ღირებულების 19 ხელშეკრულებაზე.

2005 წელს დაფუძნებული კომპანია სახელმწიფო დაკვეთების მსხვილი შემსრულებელი იყო წინა ხელისუფლების დროსაც. კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები გიორგი კალანდაძე და ამირან მამუჭაძე არიან.

ტენდერების მოგებით მეორე ადგილს „საბა კონსტრაქშენი“ იკავებს 83 მლნ ლარის ღირებულების 20 ხელშეკრულებით.

ანგარიშში სხვა ფაქტებზეც არის საუბარი. კერძოდ:  1 849 ახალ დაფუძნებულ კომპანიასთან 200.3 მლნ ლარის ღირებულების 6 946 ხელშეკრულება დაიდო (ტენდერების გზით დადებული ხელშეკრულებების რაოდენობის 10%). მაგალითად, რუსთავის მუნიციპალიტეტის 735 ათასი ლარის ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ შპს „ათონი”, რომელიც ტენდერის გამოცხადებიდან 20 დღის შემდეგ დაფუძნდა.

80-მდე კომპანიასთან დაკავშირებულმა (მოქმედი ან ყოფილი მეწილე ან დირექტორი) 90-მდე პირმა მმართველ პარტიას დაახლოებით 3.6 მლნ ლარი შესწირა. მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 360 მლნ ლარზე მეტი  ღირებულების  დაახლოებით 1 600 სატენდერო ხელშკრულება მიიღეს;

82 უცხოურ კომპანიასთან ტენდერების გზით სულ 247.4 მლნ ლარის ღირებულების 175 ხელშეკრულება გაფორმდა (ტენდერების ჯამური ღირებულების 4%);

ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე ტენდერები თურქეთში რეგისტრირებულ კომპანიებზე მოდის, რიგით მეორე კი აზერბაიჯანია. უცხოური კომპანიებისგან შესყიდვის ყველაზე მსხვილი კატეგორია ფარმაცევტული პროდუქტებია.

ტენდერებში კონკურენცია დაახლოებით 10%-ით გაიზარდა - 2015 წელს ტენდერში მონაწილეთა საშუალო მაჩვენებელი 2.03-ს შეადგენდა, 2017 წლის 6 თვის მდგომარეობით ის 2.22-მდეა გაზრდილი. თუმცა, დაბალი კონკურენცია კვლავ პრობლემად რჩება - მაგალითად, თიანეთის ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ყველა ტენდერს, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის ტენდერების 66%-ს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა;

გამოცხადებული ტენდერების 71%-ში ხელშეკრულება დაიდო, 29 %-ის შემთხვევაში კი ტენდერი არ შედგა;

აღსანიშნავია, რომ 66 მლნ ლარის ღირებულების 1 136 ხელშეკრულება არ შესრულდა  (მთლიანი ტენდერების 1%).

 

15 ყველაზე მსხვილი შესყიდვის კატეგორიამ  4.67 მილიარდი ლარი შეადგინა, რომლებზეც 29 334 ხელშეკრულება გაფორმდა. აქაც ყველაზე მეტი თანხა სამშენებლო სამუშაოებზე  მოდის.

 „2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესწავლამ გამარტივებული შესყიდვების წილის (32%) ზრდის ტენდენცია და კორუფციის მაღალ რისკებთან დაკავშირებული ისეთი შემთხვევები გამოავლინა, რაც  ახლადდაფუძნებულ კომპანიებთან და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ბიზნეს ორგანიზაციებთან მსხვილი კონტრაქტების გაფორმებას უკავშირდება. ასეთი ფაქტებით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რათა კორუფციის პრევენცია მოხდეს”, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები