ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
IPM: ტანსაცმლის ყიდვაზე კაცები ასაკში მეტ დროს ხარჯავენ, ქალები ნაკლებს
მარიამ მინაძე
25 დეკემბერი, 2017, 12:19
IPM: ტანსაცმლის ყიდვაზე კაცები ასაკში მეტ დროს ხარჯავენ, ქალები ნაკლებს

თბილისი (GBC) – IPM კვლევითი ორგანიზაციის მიერ, საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში შეგროვდა ინფორმაცია, თუ რამდენ დროს ხარჯავენ ადამიანები ტანსაცმლის ყიდვაზე.

გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მა რესპონდენტმა მიიღო.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ადამიანები ყოველდღიურად ტანსაცმლის ყიდვაზე ხარჯავენ საშუალოდ 13 წუთს; ქალები - 16 წუთს, ხოლო კაცები - 10-ს.

45 წლამდე ქალები ტანსაცმლის შეძენაზე თითქმის ორჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. ეს დრო ქალებისთვის, დღეში საშუალოდ, 19 წუთია.

ქალებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც ტანსაცმლის ყიდვისთვის განკუთვნილი დრო ასაკთან ერთად კლებულობს, მამაკაცები თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე, 64 წლამდე, ამ აქტივობისთვის დაახლოებით, თანაბარ დროს ხარჯავენ, ხოლო 64 წლის შემდეგ ეს დრო იმატებს. ამ ასაკს გადაცილებული კაცები 3 წუთით მეტს ხარჯავენ სამოსის შეძენაზე, ვიდრე ქალები. მათი თქმით, წლის განმავლობაში ადამიანი, საშუალოდ, 5.3 დღეს ტანსაცმლის ყიდვაში ატარებს.

ამასთან, ქალები ამ აქტივობისთვის, საშუალოდ 7 დღეს, ხოლო კაცები - 3.2 დღეს ხარჯავენ. ეს მონაცემები 2006 წელს ქალების შემთხვევაში 4.6 დღე, კაცების შემთხვევაში 3.4 დღე იყო.  მდგომარეობით კი, საერთო ჯამში,  ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 64 წლის ადამიანს 245 დღე ტანსაცმლის შეძენაში აქვს გატარებული.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები