| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია „ iTechnics“-ი და „Apple“-ი ოფიციალური პარტნიორები გახდნენ, რაც მომხმარებლის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს. ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს და საზოგადოების ცნობილ სახეებს კომპანიამ გააცნო.
აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში iTechnics-ში შეძენილ პროდუქციაზე მომხმარებელი ისარგებლებს 1 წლიანი Apple-ის საერთაშორისო გარანტიით უკვე საქართველოშიც.
კომპანიის ხელმძღვანელობამ მედიასთან გასული წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ოფიციალური პარტნიორობის პარალელურად, კომპანიამ სრული რებრენდინგი განახორციელა. შეიცვალა კომპანიის დასახელება (იყო iTechnic, ახლა არის iTechnics), ლოგო, კორპორატიული ფერები, ეტაპობრივად შეიცვლება ასევე მაღაზიების ინტერიერი და ექსტერიერი.
დამზადდა ახალი, არასტანდარტული ვებ-გვერდი, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება მიიღოს დეტალური ინფორმაცია Apple-ის ყველა სიახლეზე. თითოეულ მომხმარებელს ექნება პირადი „ექაუნთი“, სადაც ხელმისაწვდომი იქნება დეტალური ინფორმაცია მის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე, შეძენილი ტექნიკის საგარანტიო პირობებსა და ვადებზე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის სახელის ცვლილება გამოწვეული იყო იმ სამართლებრივი დავის დასრულებით, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა.
საბოლოოდ iTechnics-მა მოახერხა თავისი კუთვნილი სახელის დაბრუნება და სწორედ აღნიშული სახელით აგრძელებს ოპერირებას ბაზარზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss