ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოში მიკრობოსტნეულის მოყვანა იწყება
22 დეკემბერი, 2017, 15:44
საქართველოში მიკრობოსტნეულის მოყვანა იწყება

თბილისი (GBC) -  საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის “მიკრობოსტნეულის სათბურის“ პრეზენტაცია გამართა.

ახალი სტარტაპით შესაძლებელია ჰიდროპონიკური მეთოდით მიკრობოსტნეულის მოყვანა სათბურში. მიკრობოსტნეული  პატარა მწვანილის ფორმის ახალგაზრდა ბოსტნეულია, რომელიც კერძებში ძირითად ვიზუალისა და გემოს გასაუმჯობესებლად, ასევე გარნირად ან სალათის მოსამზადებლად გამოიყენება.

„მიკრობოსტნეული გაიზრდება განსხვავებული  მეთოდით სპეციალურ კონტეინერებში, მიწის ნაცვლად გამოიყენება ორგანული მედიუმი,  კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს ცოცხალ ბოსტნეულს, რომელიც მინიმუმ 3 კვირა შეინახება სახლის პირობებში და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იქნება, ახალი პროექტი ასევე შექმნის კიდევ მეტ   სამუშაო ადგილს “ -  აღნიშნა სტარტაპ-საქართველოს დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

 მიკრობოსტნეულში კონცენტრირებულია ბევრად მეტი ვიტამინი და მინერალია ვიდრე ზრდასრულ ბოსტნეულში ან მწვანილში. მის მოსაყვანად არ გამოიყენება სასუქი ან რაიმე ქიმიური დანამატი, რადგან ნებისმიერი თესლი  მცენარის 2 კვირით გასაზრდელად საკმარის საკვებ მასალას შეიცავს.

ამასთან, მიკრობოსტნეულს აქვს მისივე ზრდასრული ბოსტნეულისა თუ მწვანილის იდენტური და უფრო მკვეთრად გამოხატული გემო.

„სტარტაპ საქართველოს ამ ეტაპზე 89 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის 69 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის . გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს .

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები