| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი შუა აზიის ბაზარზე გააქტიურებას გეგმავს.
მომავალ წელს ჯგუფი უზბეკეთში ოფისის გახსნას და ელექტრო და ბუნებრივი რესურსებით ვაჭრობის დაწყებას განიხილავს.
„ეს ოფისი დაკავდება იმით, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ მცირე რეგიონალური მასშტაბით უახლოეს სამეზობლოში. ეს მიმართულება საკმაოდ კარგად გამოგვდის. რეგიონში მოქმედ ყველა ქვეყანასა და მსხვილ კორპორაციასთან ვთანამშრომლობთ და გვინდა იგივე მოდელი შუა აზიაშიც გადავიტანოთ“, - ამბობს GIG -ის გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე.
მისი თქმით, ეს იქნება ყველა მიმართულებით ვაჭრობის განვითარების პლატფორმა. გეგმაშია უზბეკეთის, თურქმენეთსა და ყაზახეთის დაფარვა.
ზურაბ გელენიძე ამბობს, რომ საქართველოს უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფი მომავალ წელს არაერთ პროექტს განახორციელებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss