| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელ III-ის სტანდარტებთან დაახლოებას განაგრძობს.
სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებით ცვლილებები შევიდა კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებში.
" ცვლილებების მიზანია კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესების გზით ბაზელ III-ის ჩარჩოს სრულყოფა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა", - აცხადებს ბაზრის მარეგულირებელი.
"კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში" შეტანილი ცვლილებების შედეგად, კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნები შესაბამისობაში მოვიდა და თავსებადი გახდა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ დაწესებულ კაპიტალის ჩარჩოსთან.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3248
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss