ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ბაზარზე უძრავი ქონების ახალი სააგენტო შემოვიდა 
21 დეკემბერი, 2017, 14:07
ბაზარზე უძრავი ქონების ახალი სააგენტო შემოვიდა 

თბილისი (GBC) - ბაზარზე უძრავი ქონების სააგენტო “ ახალი დომინიონი ” შემოვიდა, რომელიც  მომხმარებლებს ბაზარზე არსებული განსაკუთრებული და ღირებული ბინებისა თუ ოფისების შეძენა-გაყიდვა-გაქირავებაში ეხმარება.

“უძრავი ქონების სააგენტოს არსებობის საჭიროებაში მაშინ დავრწმუნდი, როცა თავად ვეძებდი ბინას. არსებობს ზღვა გაუფილტრავი ინფორმაცია. ყველა კერძო პირის, სააგენტოს თუ სამშენებლო კომპანიის შეთავაზებების ცოდნა შეუძლებელია, თუ ეს შენი ყოველდღიური საქმე არაა. ამიტომ, გადავწყვიტე დამეარსებინა “ახალი დომინიონი”, რომელიც მაღალი კლასის სეგმენტზე იმუშავებს და მათ სრულფასოვან სერვისს შესთავაზებს”, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, ხატია ოძელაშვილმა.

კომპანიის სერვისებით სარგებლობა მარტივია, საკმარისია კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება. ამასთან, მომხმარებელი არაფერს იხდის სასურველი შედეგის მიღებამდე.

“ჩვენ არ ვთავაზობთ დამკვეთს რაიმე ქონებას, იმიტომ რომ მას ჩვენ ვყიდით, არამედ ვსწავლობთ ყველა შეთავაზებებს და ვარჩევთ იდეალურ გამოსავალს თითოეული კლიენტისათვის”, - განაცხადა პროექტების კოორდინატორმა, თამუნა ბალიანმა.

“ახალი დომინიონის” ბრენდინგზე კანადური გამოცდილების მქონე პიარსააგენტო “ ხატია კომუნიკაციამ ” იმუშავა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები