| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო მზარდად გამოიყენება უკანონო შემოსავლების გასათეთრებლად, რომელთაც სხვადასხვა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები გამოიმუშავებენ ევროკავშირსა და ევროკავშირს მიღმა", - მის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ახალ ანგარიშში, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ფუნქციონირებას ეხება.
დოკუმენტში საუბარია, რომ ქვეყანა გამოიყენება, როგორც გათეთრებული დანაშაულებრივი შემოსავლების სატრანზიტო ქვეყანა.
ანგარიში ქართულ მედიას ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ გამოავლინა სერიოზული მზადყოფნა, აღკვეთოს და ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს.
პრობლემად რჩება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე ხშირად წარმოდგენილ ჯგუფებს შეადგენენ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან მძიმე და ორგანიზებულ დანაშაულში ევროკავშირის ტერიტორიაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss