ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
FAO-მ საქართველოში სურსათის ფასების მონიტორინგის e-პროგრამა აამოქმედა
20 დეკემბერი, 2017, 17:14
FAO-მ საქართველოში  სურსათის ფასების მონიტორინგის e-პროგრამა აამოქმედა

თბილისი (GBC) - ფერმერებისათვის  და აგრო-პოლიტიკის წარმმართველებისათვის  საქართველოში, ახალი, ინოვაციური ინსტრუმენტი www.farmer.gov.ge  ამოქმედდა. 

ინტერნეტ რესურსი საშუალებას იძლევა განხორციელდეს ფასების მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით 100 დასახელების სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო  პროდუქტისათვის.

"ადგილობრივ ნაწარმზე ფასების განახლებული სტატისტიკა (ყველაფერი -  დაწყებული სიმინდით და თხილით, დამთავრებული კამით და იმერული ყველით) დაეხმარება სოფლად მცხოვრებ ოჯახებსა და ფერმერთა გაერთიანებებს, შეუთავსონ საწარმოო პროცესი საბაზრო ტენდენციებს. მცირე ზომის ფერმერული მეურნეობები, როგორც წესი, შეზღუდული რესურსებითა და ზრდის შეზღუდული პოტენციალით, მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებენ მათთვის უაღრესად  ღირებულ ინფორმაციაზე წვდომით, რაც განვითარების ახალი შესაძლებლობების წარმოჩენას შეუწყობს ხელს", - აცხადებს FAO. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პერსონალის მიერ  რეგიონებში საქართველოს მასშტაბით ხდება სურსათით მოვაჭრეების გამოკითხვა პროდუქტებზე ყოველდღიური და ყოველკვირეული საბაზრო ფასების შესახებ, მოპოვებული   ინფორმაცია იტვირთება მონაცემთა ონ-ლაინ ბაზაში. დღეისათვის, მოგროვებული ინფორმაცია საკმარისია სტატისტიკური დაკვირვებისათვის და 3-წლიანი საბაზრო ტენდენციის ანალიზისათვის. 

მონაცემები უკვე სრულიად საჯაროა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია უახლესი ინფორმაცია ფასების შესახებ - http://farmer.gov.ge/Statistics/Price

 

სტატისტიკური მონაცემების ონლაინ პლატფორმა შემუშავებული იქნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები