ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს რეგიონებში  ოპტიკური ინტერნეტის ქსელის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება
20 დეკემბერი, 2017, 15:27
საქართველოს რეგიონებში  ოპტიკური ინტერნეტის ქსელის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება

თბილისი (GBC) - კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე საქართველოს მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი  ქვეყნის ინტერნეტიზაციის თემასაც  შეეხო. 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტი. მომავალი წლიდან   მთავრობა 4 სხვადასხვა მიმართულებით დაიწყებს ქსელის მშენებლობას.  ამ  მიმართულებებში  კერძო სექტორი არ შედის, რადგან ეს ეკონომიკურად არ არის მომგებიანი,“- განუცხადა  დეპუტატებს პირველმა ვიცე-პრემიერმა.

2018 წელს დაიწყება ოპტიკური ქსელის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. ინტერნეტიზაციის პროგრამა ასევე შეეხება გურიის რეგიონს და დაფარავს ოზურგეთისა და ჩოხატაურის დასახლებული პუნქტების 70%-ს.

რაც შეეხება პროგრამას  „ინტერნეტი განვითარებისთვის,“ ის  უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობის ჩართულობას ინტერნეტ და საინფორმაციო სივრცეში და ასევე მათ ტრენინგებს,  რათა უზრუნველყონ ამ პლატფორმების ეფექტიანად გამოყენება. გარდა ამისა,  რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ექნება შესაძლებლობა გაიარონ ტრენინგები ელექტრონული კომერციის მიმართულებით, დაიწყონ გაყიდვა სხვადასხვა ქართული თუ საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით და შექმნან საკუთარი ვებ-გვერდები. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები