ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ავტომწარმოებელი Automobiles Citroen SA Citroen Georgia-სთან კავშირს უარყოფს
20 დეკემბერი, 2017, 13:51
ავტომწარმოებელი Automobiles Citroen SA  Citroen Georgia-სთან კავშირს უარყოფს

თბილისი (GBC) - ფრანგული ავტომწარმობელი Automobiles Citroen SA  Citroen Georgia-სთან  ყოველგვარ კავშირს უარყოფს, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. 

საელჩო განმარტავს, რომ კომპანია Citroen Georgia ვერ იქნება დაკავშირებული Citroen-ის ბრენდთან, რადგან Automobiles Citroen SA-სა და აღნიშნული იურიდიულ პირს შორის არ ყოფილა და არ არის სამართლებრივი ურთიერთობა.

"აღნიშნული იურიდიული პირი არ ყოფილა და არ არის საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალური წარმომადგენელი, ავტორიზებული იმპორტიორი და მიმწოდებელი. Automobiles Citroen SA უარყოფს ნებისმიერ კავშირს კომპანია Citroen Georgia-ს მიერ ღია ბაზრის კონტექსტში გაკეთებულ ნებისმიერ კომერციულ შეთავაზებასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კომპანია Citroen Georgia გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის. კომპანია ავტობაზარზე სახელმწიფო შესყიდვებისას კარტელურ გარიგებაზე საუბრობს.  გიორგი გაჩეჩილაძეს ქვეყნის პრემიერმა უპასუხა და სასამართლოს გზით ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობის დატოვების პირობა დადო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები