ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
#ბიზნესისგამოწვევამთავრობას  - არჩილ ბაკურაძე მთავრობას ხედვებს უზიარებს
მარიამ მინაძე
20 დეკემბერი, 2017, 13:26
#ბიზნესისგამოწვევამთავრობას  - არჩილ ბაკურაძე მთავრობას ხედვებს უზიარებს

თბილისი (GBC) - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ დამფუძნებელი, არჩილ ბაკურაძე საქართველოს მთავრობას ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის რამდენიმე ხედვას უზიარებს.

პირველ რიგში ბიზნესმენი  სამართლის უზენაესობას და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემას ასახელებს.

„სწორედ საკუთრების უფლების გარანტია, მათი დაცვა და სამართლიანი გარემო არის ეკონომიკის მამოძრავებელი და მოტივატორი თითოეული ბიზნესის თუ ადამიანისთვის, - აღნიშნავს ის.

მეორე საკითხად ბაკურაძე მცირე და საშუალო ბიზნესის, მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების კეთილდღეობას ასახელებს.

„ვისურვებდი, რომ უფრო მეტი რესურსი იყოს ხელმისაწვდომი მათთვის. საქართველოში ამ სექტორში   დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 1 მილიონია და ამ ხალხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ”, - აღნიშნავს ფინანსისტი.

მესამე რჩევა განათლების სისტემას უკავშირდება. 

„სწორედ უნივერსიტეტებმა და სასწავლებლებმა უნდა მოამარაგონ ქართული  კონკურენტუნარიანი ფირმები, თანამედროვე განათლების მქონე ადამიანები და იმ საჭირო უნარებით, რომელიც აუცილებელია დღევანდელი ეკონომიკისთვის“, - ამბობს ბაკურაძე.

“ბიზნესის გამოწვევა მთავრობას“ - აქცია "ბიამ" დაიწყო. კამპანიისას ბიზნესმა თავისი მოლოდინები და სურვილები უნდა დააფიქსიროს. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები