| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრი ლარიზაციის რეფორმას წარმატებულს უწოდებს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარიზაციის კამპანიაზე საკანონმდებლო ორგანოში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
,,ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენ 2016 წლის ბოლოს დავიწყეთ და 2017 წლის ბოლოს გავაგრძელეთ, არის ლარიზაციის რეფორმა. მე ვთვლი, რომ არის ძალიან წარმატებული რეფორმა. ამ მიმართულებით ჩვენ ათსაფეხურიანი მოქმედების გეგმა შევიმუშავეთ ეროვნულ ბანკთან ერთად და დავიწყეთ მისი იმპლემენტაცია. მათ შორის, დღეს უკვე გატარებული საკანონმდებლო ინიციატივით მოვახერხეთ ის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში პრაქტიკულად 70 % ლარში არის გადასული და ძალიან მალე, თითქმის მთელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტება იქნება ლარში გადასული. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მოწყვლად ფენას არ ექნება შესაბამისი რისკის ფაქტორი საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე. “ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ზოგადად, კომერციულ ბანკებში პორტფელის ლარიზაციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია.
„ზოგადად ლარიზაციის, ან ეროვნულ ვალუტაზე ეკონომიკის გადაყვანის პროცესი ქვეყნებში გრძელდება 5-7 წელი. გვაქვს მაგალითებიც, როდესაც 10 წელიც გაგრძელდა. თუმცა ჩვენ, მოკლე პერიოდში საკმაოდ საგრძნობი შედეგები მივიღეთ. ჩვენ მხოლოდ ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციის მიმართულებით, მთლიანი პორტფელი 54, 6 %-მდე გავზარდეთ. ამ მიმართულებით, როგორც მოგახსენეთ, ქმედებები და იმპლემენტაცია აუცილებლად გაგრძელდება", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss