ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუმსიშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: გაერთიანება მექანიკურად არ მომხდარა, მას წინ უძღოდა სერიოზული ანალიზი
20 დეკემბერი, 2017, 11:02
ქუმსიშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: გაერთიანება მექანიკურად არ მომხდარა, მას წინ უძღოდა სერიოზული ანალიზი

თბილისი (GBC) - მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას დღეს საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში უსმენენ. 

საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლებს   მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ საკუთარ ხედვა  პირველმა ვიცე-პრემიერმა წარუდგინა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სტრუქტურულ ცვლილებებზეც ისაუბრა, სამინისტროების შერწყმაზე და აღნიშნა, რომ გაერთიანება მექანიკურად არ მომხდარა.

„მას უძღოდა სერიოზული მსჯელობა და ანალიზი, როგორ გაგვეხადა უფრო მეტად ეფექტიანი და მოქნილი ამ უწყებებში შემავალი დარგების მენეჯმენტი, კერძო სექტორისთვის კი კიდევ უფრო გაგვეიოლებინა კომუნიკაცია საჯარო სექტორთან, მაქსიმალურად შეგვემცირებინა ბიუროკრატიული ბარიერები ისე, რომ ყველას  - ბიზნესისა და საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული“,-აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

ეკონომიკის მინისტრმა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ საკუთარ ხედვაც წარადგინა, თქვა, რომ  ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რასაც ემსახურება მიმდინარე რეფორმების გეგმაც.

ამ გეგმის სისტემური და რაციონალური განხორციელება გაგვიხსნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს - საქართველოს სწრაფი და შეუქცევადი განვითარების გზაზე დააყენებს“,-განაცხადა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის მაკროეკონომიკურ და ბიზნესმაჩვენებლებზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ   იანვარ-სექტემბერში ბრუნვისა და გამოშვების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში, კერძოდ, ბიზნესსექტორის ბრუნვა 18.6%-ით, ხოლო გამოშვება 19.6%-ით გაიზარდა. 

„2017 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის დასაქმება 6.3%-ით გაიზარდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37,911-ით მეტი ადამიანი დასაქმდა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები