ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სემეკი ლარის კურსის რყევისგან თბოსადგურების დასაცავად ახალ ინიციატივას აყენებს
19 დეკემბერი, 2017, 17:51
სემეკი ლარის კურსის რყევისგან თბოსადგურების დასაცავად ახალ ინიციატივას აყენებს

თბილისი (GBC) - სემეკი ლარის კურსის რყევისგან თბოსადგურების დასაცავად ახალ ინიციატივას აყენებს.  

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს შესაძლებლად მიაჩნია თბოელექტროსადგურებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულების ლარში დაფიქსირება, იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის მთავარი მომწოდებელი „სოკარ ექსპორტ-იმპორტი“ შეთავაზებას დათანხმდება.

„სოკარ ექსპორტ-იმპორტსა და კომპანიებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ბუნებრივი გაზის ღირებულება  არის 143 დოლარი. თუ ამ კონტრაქტში მოხდება ისეთი ჩანაწერის გაჩენა, რომელიც ლარში დააფიქსირებს ერთი წლის განმავლობაში გასაყიდი ბუნებრივი გაზის ღირებულებას, გამოდის რომ კურსთან დაკავშირებული რისკები დარჩება გამყიდველ კომპანიაში, ამ შემთხვევაში „სოკარ ექსპორტ-იმპორტში“ და ის მოახდენს გასაყიდი ფასის კორექტირებას ყოველი წლის ბოლოს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ირინა მილორავამ, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აზერბაიჯანულ მხარესთან ჯერ მოლაპარაკებები არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ სემეკის დღევანდელ სხდომაზე  „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ლევან ვეფხვაძემ დააყენა წინადადება ტარიფების ყოველთვიურად გადათვლასთან დაკავშირებით, რადგანაც მისი თქმით,  კურსთა შორის სხვაობა წლის განმავლობაში კომპანიებს აზარალებს.

სემეკის გადაწყვეტილებით, "გარდაბნის თბოსადგურის" წარმოების ზღვრული ტარიფი 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 8.056 თეთრიდან 8.012 თეთრამდე შემცირდა, "ჯიფაუერის" - 10.537 თეთრიდან 9.431-მდე, "მტკვარი ენერჯის" - 11.358 თეთრიდან 11.512 თეთრამდე გაიზარდა, "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" კი - 10.963 თეთრიდან 11.511-მდე.

 ტარიფი $1/2.55 ლარის კურსით არის დათვლილი.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები