ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ზვიად ციკოლია დიდ ავიაციაში - დიზაინერი რეაქტიული თვითმფრინავი მოდელზე მუშაობს 
მარიამ მინაძე
19 დეკემბერი, 2017, 17:29
ზვიად ციკოლია დიდ ავიაციაში - დიზაინერი რეაქტიული თვითმფრინავი მოდელზე მუშაობს 

თბილისი (GBC) - დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ თიბისი ბანკის მხარდაჭერით შექმნილი პირველი თვითმფრინავი წარადგინა - ღია სივრცეში, თიბისის სათაო ოფისის წინ.  

ერთადგილიანი საფრენი აპარატის "ლიზა"-ს  სავარაუდო ღირებულებაც ცნობილია, ის 25-30 ათასი დოლარი ეღირება. ინტერესიც დიდია, როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთიდან, თუმცა გაყიდვამდე  თვითმფრინავმა უსაფრთხოების  ნორმები უნდა დააკმაყოფილოს და  შესაბამისი სერთიფიკატი მიიღოს.

“თვითმფრინავი არის ძალიან იაფი, ესაა პირველი, მის მასიურ წარმოებამდე კი ეტაპები გვაქვს გასავლელი და ამის შემდგომ ფასის ცვლილებაც მარტივი საკითხია, მთავარი მისი უსაფრთხო ფუნქციონირებაა, - “ აცხადებს GBC-სთან ზვიად ციკოლია.

ცნობილი დიზაინერის შთაგონება ავიაციაში ამ მოდელით არ ამოწურულა, უახლოეს მომავალში ის რეაქტიული თვითმფრინავის მაკეტს წარადგენს.  ახალი მოდელის მაკეტზე მუშაობა უკვე თითქმის დასრულდა-  რეაქტიული თვითმფრინავიც   ერთ ადგილიანი იქნება.

ციკოლია აღნიშნავს, რომ რეაქტიული თვითმფრნავის აწყობისთვის მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებაა, სწორედ ამიტომ როდის დაიწყება ახალი მოდელის აწყობა ჯერ არ იცის. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები