| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Geocell-ის ახალი მფლობელი, სავარაუდოდ, ყაზახური სახელმწიფო კომპანია Kazakh Telecom და საინვესტიციო ჯგუფი Visor Group იქნებიან, - ინფორმაციას შვედური მედიაზე დაყრდნობით bm.ge ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ყაზახურ მხარეს TeliaSonera-ს ევრაზიული აქტივების სრულად შეძენა სურს, სადაც მოაზრებულია ქართული და მოლდოვური კომპანიებიც.
Kazakh Telecom-იც და Visor Group-იც მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის პრეზიდენტთან და მის ოჯახთან. შვედური Svenska Dagbladet წერს, რომ აქტივების ახალ მფლობელებად მოიაზრება როგორც თავად ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი შვილიშვილი, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოვებული პოლიტიკურად აქტიური პირები.
Teliasonera-ში "ჯეოსელი"-ს შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ. კითხვაზე, გაიმართა თუ არა 24 ოქტომბერს "ჯეოსელის" გასხვისებაზე ტენდერი და როგორი იყო მისი შედეგები - კომპანიაში ამბობენ, რომ „ჭორებსა და სპეკულაციებზე“ კომენტარს არ აკეთებენ და თუკი რაიმე სიახლე ექნებათ მას თავად გაავრცელებენ.
ევრაზიის ბაზრის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება Telia-მ 2015 წელს მიიღო, ერთ-ერთ მიზეზად კი რეგიონის ქვეყნებში კორუფციის არსებობა სახელდებოდა.
ევრაზიის ბაზარზე კომპანია ოპერირებს ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, საქართველოში, მოლდოვასა და ნეპალში. ბაზრის დატოვების სირთულეებზე კომპანიამ არაერთხელ ისაუბრა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss