| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
მაღალი ტექნოლოგიების მსხვილ საერთაშორისო კომპანია „ელბიტთან" ერთობლივი ქარხნის მშენებლობა ფონდის ცნობით, 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
„ახალი საწარმო პირველ პროდუქციას 2018 წლის ბოლოს წარადგენს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნულ ვადაში სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური დეტალების გამოშვებას გეგმავენ, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე, როგორც ფასით, ასევე ხარისხით, კონკურენტული იქნება. საწარმო, მსოფლიოში ახალ თვითმფრინავებზე მზარდი მოთხოვნისა და საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს გათვალისწინებით, წარმატებული იქნება", - მიიჩნევს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა.
85 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიით წარმოებას ითვალისწინებს და საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს.
დღეისათვის კომპანიაში 50 -მდე სპეციალისტია დასაქმებული, 2018 წლისთვის კი ეს რიცხვი 80-ს მიაღწევს. ქარხნის სრულყოფილად ამუშავების შემდეგ 300 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების 90 პროცენტზე მეტი საქართველოს მოქალაქეა. ამ ეტაპზე კომპანიის 40-მდე თანამშრომელი ისრაელში გადამზადებას სხვადასხვა მიმართულებით გადის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss