| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია ჩირინამ, რომელიც პროდუქციას "ბიუ-ბიუს" ბრენდით აწარმოებს, მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა.
მშენებლობა სახელმწოფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. საერთო ინვესტიცია 6 მლნ ლარს შეადგენს. საწარმოს გაფართოების შედეგად, წარმადობა საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, ერთ საათში 60 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.
„ჩირინა“ ერთ-ერთი ლიდერი საწარმოა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გაფართოება „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში განახორციელა. ჩვენი პროგრამის არსი სწორედ ის არის, რომ ხელი შევუწყოთ არსებული საწარმოების მოდერნიზაციას, გაძლიერებას და გადაიარაღებას. „ჩირინაში“ სახელმწიფოს თანადაფინანსება 5 მილიონ ლარს შეადგენს. ეს არის შეღავათიანი სესხი, რაც გულისხმობს, რომ იაფი ფინანსური რესურსებზე წვდომით საწარმოები კონკურენტუნარიანობასაც ზრდიან და შეუძლიათ წარმოების გაზრდაც, რაც პირდაპირ აისახება საქართველოში აღნიშნულ სექტორში თვითუზრუნვბელყოფის მაჩვენებლის გაზრდაზე. ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა არის წარმატებული და „ჩირინა“ ამ წარმატების ერთ-ერთი მაგალითია“, - განაცხადა კომპლექსის გახსნისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით შევძელით, ჩვენი საწარმო უფრო დიდი მასშტაბის და წარმადობის გაგვეხადა, დაგვესაქმებინა მეტი ადამიანი. ჩვენს ნედლეულზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი რევაზ ვაშაკიძე.
მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი ბრიტანული კომპანიის „Chief Industries UK”-ის მიერ აშენდა და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss