| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, კომიტეტისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე განიხილეს არაპირდაპირი დაბეგვრის, აუდიტის და აღრიცხვის სფეროში საპარლამენტო კონტროლისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მდგომარეობა, მისი იმპლემენტაციის გზები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ევროკავშირის და საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არაპირდაპირი დაბეგვრის და აუდიტის და აღრიცხვის ვალდებულებებით განსაზღვრული აქტივობების შესრულების პროცესი ითვალისწინებს საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებასა და კანონშემოქმედებით საქმიანობას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალში უნდა შეიქმნას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი რეგულაციების და რეკომენდაციების ჰარმონიზება.
„ბუნებრივია, ჩვენი კომიტეტის სამუშაო გეგმის ფორმირება და შემდეგ მისი ეფექტიანი განხორციელება მჭიდროდაა დაკავშირებული ფინანსთა სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობასთან. ვფიქრობ, ასეთ ფორმატში მუშაობა იქნება უფრო საქმიანი და ეფექტიანი, როგორც კოორდინირების თვალსაზრისით, ასევე პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების თვალსაზრისით,“ - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss