ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ნავსადგური, პარკი, იპოდრომი და სეზ-ი - ანაკლიის პორტის ინვესტორები დიდი გეგმების განხორციელებას იწყებენ
ნინო შუბითიძე    
15 დეკემბერი, 2017, 22:57
ნავსადგური, პარკი, იპოდრომი და სეზ-ი - ანაკლიის პორტის ინვესტორები დიდი გეგმების განხორციელებას იწყებენ

თბილისი (GBC) - ანაკლიის პორტის არეალში მოქცეულ ხეებს ახალ, უპრეცედენტო პარკში გადარგავენ, რომელსაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პორტის მშენებლობის პარალელურად გააშენებს.

იქვე გაშენდება იპოდრომიც, რომელიც მამუკა ხაზარაძის მოლოდინით, ცხენოსნობის მიყვარულ კავკასიელ ხალხების ერთმანეთთან დაააკავშირებს, გაიმართება შეჯიბრებები და გათამაშდება ანაკლიის პრიზიც.

ახალი თაობის პროექტით, ინვესტორები რეგიონის ხალხთა ინტეგრაციას ელიან, ეს არის დაახლოების ნაბიჯი აფხაზებთან, რომლებსაც ქართველებთან „ერთად გასაკეთებელი საქმე უჩნდებათ“ და  რომელიც ენგურს იქით და ენგურს აქეთ დარჩენილების საერთო ინტერესს მოემსახურება.

I ფაზის პირველი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები მომავალ კვირას გამოვლინდება. თიბისი ჯგუფის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პრიორიტეტი ქართულ კომპანიებს მიენიჭათ, რომელთა კვალიფიკაცია სრულად აკმაყოფილებს სამუშაოებისთვის დაწესებულ მოთხოვნებს.

პორტი სრულად კერძო კომპანიის მიერ შენდება, რაც ასევე უპრეცედენტოა. სახელმწიფოს თანამონაწილეობა მიწების გამოსყიდვის გარდა, პორტამდე 18 კილომეტრიანი სარკინიგზო და საავტომობილო გზის მიყვანას გულისხმობს, რისთვისაც 120 მილიონი დაიხარჯება. კიდევ 100 მილიონი ბოლო ინსტანციის კრედიტის სახით არის გამოყოფილი, რაც მამუკა ხაზარაძის განმარტებით, პროექტის დამფინანსებლებისთვის ერთგვარი გარანტიაა, რომ პორტის მშენებლობით სახელმწიფოც არის დაინტერესებული.  აღსანიშნავია, ისიც, რომ სახელმწიფოს კრედიტი, ინვესტორების მიერ მოზიდულ ყველაზე ძვირადღირებულ საკრედიტო ხაზზე 2% -ით ძვირი იქნება.

ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორები დიდი გეგმების განხორციელებას, რომელიც პორტის მშენებლობასთან ერთად იპოდრომის, პარკის და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებას გულისხმობს,  24 დეკემბრიდან დაიწყებენ. პირველი გემი კი, საქართველოს ახალ პორტში 2021 წელს შევა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები