ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ნეოგაზის განახლებულ სადგურზე ელექტრომობილებისთვის დამტენი დამონტაჟდა
ნინო შუბითიძე  
15 დეკემბერი, 2017, 18:22
ნეოგაზის განახლებულ სადგურზე  ელექტრომობილებისთვის  დამტენი დამონტაჟდა

თბილისი (GBC) –კომპანია „ნეოგაზის“ განახლებულ გაზგასამართ სადგურზე, რომელიც ზესტაფონში, სოფელ არგვეთაში მდებარეობს ელექტრო ავტომობილების დამტენი აპარატურა დამონტაჟდა. ელექტრომობილების მფლობელებს საშუალება აქვთ სრულიად უფასოდ ისარგებლონ დამტენით.

მენეჯმენტის ცნობით,  „ნეოგაზი“ მაქსიმალურ კომფორტს უქმნის მომხმარებლებს, რაზეც მეტყველებს სადგურზე არსებული ავტომატური ავტოსამრეცხაო, ვულკანიზაციის აპარატი და სწრაფი კვების ობიექტი „პორთოსი“, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ გაატარონ დრო მყუდრო გარემოში და მიირთვან უგემრიელესი კერძები 24/7-ზე. ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ  მუდმივი მოხმარების დაგროვების ბარათი „ნეოქარდით“, დააგროვონ უფასო კილომეტრები და დაიბრუნონ დახარჯული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი.

„ნეოგაზის“ სადგურები სრულად არის აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით დანერგილია ახალი მექანიზმები და დაცულია უსაფრთხოების ნორმები.

"დღესდღეისობით მთელს მსოფლიოში ეკოლოგიურობის თემა სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. „ნეოგაზი“ მომხმარებლებს სთავაზობს ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და ეკონომიურ საწვავს - შეკუმშულ ბუნებრივ აირს, რომელიც გარემოს დაცვის თვალსაზრისით სხვა ალტერნატიულ საწვავებთან შედარებით ნაკლებად აზიანებს გარემოს. „ნეოგაზი“ სოციალურ პასუხისმგებლობად აღიქვამს ბუნებაზე ზრუნვას და მოუწოდებს მომხმარებლებს რომ აირჩიონ ის ბრენდი და პროდუქტი რომლის უკანაც გარემოსა და სიმწვანეზე ზრუნვა დგას და შეიტანონ თავიანთი წვლილი ბუნების დაცვაში", - აცხადებენ კომპანიაში. 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები