ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჯორჯიან თაიმსის მე-18 ბიზნეს-რეიტინგის გამარჯვებული საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გახდა
15 დეკემბერი, 2017, 15:34
ჯორჯიან თაიმსის მე-18 ბიზნეს-რეიტინგის გამარჯვებული საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გახდა

თბილისი (GBC) -  ჯორჯიან თაიმსის მე-18 ბიზნეს-რეიტინგის გამარჯვებული საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გახდა, რომელმაც მთავარი გრან-პრი,  გარდამავალი  ბოლნური ჯვარი მიიღო. 

ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფი  საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ და გრან-პრის მფლობელად 30 ბიზნეს კომპანიის ხელმძღვანელმა, ღონისძიების მიმდინარეობისას, ფარული კენჭისყრით დაასახელა. 

"უდიდესი სტიმულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე ვაკეთოთ, ვიშრომოთ ქვეყანაში დასაქმების ზრდისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი ბიზნესის საკეთილდღეოდ", - განაცხადა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ. 

საუკეთესო ბიზნესკომპანიების რეიტინგი Georgian Times-ისა  და საზოგადოებრივი აზრისა  და  მარკეტინგული  კვლევების კომპანია GORBI-სორგანიზებით, წელს მე-18 გაიმართა. 

რეიტინგის ფარგლებში,  გამოვლენილი,  2016 - 2017 წლის  საქართველოს  30 საუკეთესო  კომპანიებია: 

ავერსი, ბაზისბანკი, გაა ჰოლდინგი, გალფი, გეოპლანტი,   გეოპროდუქტი,   გიუაანი, დუგლაძეების ღვინის კომპანია,  ენ სი სი, ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, ვენდისი, ზარაფხანა, კავკასიის ავტოიმპორტი, კულა, ემ ჯი, მტკვარი ენერჯი, ნეოგაზი, ნიკორას სუპერმარკეტი, ნიუთაიმი, ომეგა ჯგუფი, ორბი ბათუმი, პსპ, საქნახშირი, საქართველოს ენერგეტიკული კორპორაცია, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი, სოკარ ჯორჯია გაზი, ქართული ლუდის კომპანია, შუხმან ვაინს ჯორჯია, ჰიუნდაი ავტო საქართველო. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები