ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადება
15 დეკემბერი, 2017, 15:00
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადება

თბილისი (GBC) - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა  ბელგიაში აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ბელგიის სამეფოს დედაქალაქში წარმომადგენლობის გახსნის შესახებ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ,  რომ  ოფიციალური ბრიუსელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად, არაღიარებული ე.წ. რესპუბლიკის მხრიდან ბრიუსელში წარმომადგენლობის გახსნა არალეგიტიმურია  და არ შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური სახე.

მსგავსი  ინფორმაცია დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა უკვე გაავრცელეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მიმართებაში. განცხადებაში ასახული ფაქტები  არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპალატასა და ბელგიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან. მათთან კომუნიკაციით ვამოწმებთ არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და თანამშრომლობის ფარგლებში გავნაგრძობთ მსგავსი ფაქტების პრევენციაზე მუშაობას.  ასევე, მოვითხოვთ საერთაშორისო პარტნიორებისგან, კიდევ ერთხელ მოუწოდონ წევრ კომპანიებს სიფრთხილისკენ, რათა არ მოხდეს მსგავსი არალეგიტიმური ქმედებების ხელშეწყობა“- ნათქვამია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადებაში.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები