ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გოცირიძე: ლარის საახალწლოდ გაუფასურების ლეგენდა ამ ხელისუფლების მონაგონია
ნინო შუბითიძე  
14 დეკემბერი, 2017, 16:02
გოცირიძე: ლარის საახალწლოდ გაუფასურების ლეგენდა ამ ხელისუფლების მონაგონია

თბილისი (GBC) – ლარის საახალწლოდ გაუფასურების ლეგენდა ამ ხელისუფლების მონაგონია, -  რომან გოცირიძე ხელისუფლების ცვლაზე მიბმული  ლარზე წნეხის სეზონურ ცვლილებაზე  სოციალურ ქსელში წერს.  ჯერ კიდევ სებ-ში მისი მმართველობის ეპოქაში პირიქით იყო რაც  მარტივი ლოგიკით იხსნება ,“ ლარის სწრაფ გამყარებასთან დაკავშირებით ხალხში დაბნეულობაა. ჯერ ერთი, წლის ბოლო თვეს ლარი ყოველთვის მყარდებოდა ან სტაბილური გამოწვეული იყო გადასახადების გადახდით და წინასაახალწლო ეფექტით. ხალხი გადანახულ დოლარებს ახურდავებდა“.  

გოცირიძე რამდენიმე სეზონურ ფაქტორს ასახელებს: თვის 15-მდე გადასახდელია დღგ, ასევე ბიზნესის სხვა გასასტუმრებლები. სექტორს თანხები გადაყვანილი ჰქონდა დოლარში ლარის შემდგომი გაუფასურების შიშით. ახლა ერთდროულად უწევს ყველას გადასახადის გადახდა და ვალუტის გაყიდვა. 

„მთავრობამ ბოლო პერიოდში კომერციული ბანკებიდან 100 მილიონი ლარი დაიბრუნა, ამან გარკვეული გავლენა  იქონია,.  ჯერ კიდევ აქვს გასესხებული ხაზინას კომერციულ ბსნკებზე 555 მილიონი“, - რომან გოცირიძე  2 კვირაში გასახარჯ  1.3 მლრდ-ის საბიუჯეტო ხარჯებსაც ჩივის -„მათ შორის საკმაო ნაწილი დეფიციტის დაფინანსების წყაროებიდან. ეს უკანასკნელი იქნება ლარის გაუფასურების ძირითადი ფაქტორი მოკლევადიან პერიოდში (ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებთან ერთად)“.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები