| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მომხმარებლებს საკუთარ უფლებებს ახსენებს და ხელშეკრულების გაფორმებამდე პირობების კარგად გაცნობას კიდევ ერთხელ ურჩევს.
სოციალურ ქსელ Facebook-ში გვენეტაძე 2017 წლის 15 იანვრიდან ამოქმედებულ ნორმაზე აკეთებს აქცენტს, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი პირის მიერ გაცემული სესხის ფასი არ უნდა აღემატებოდეს წლიურ ეფექტურ 100% , ასევე, 100,000 ლარამდე სესხები ფიზიკურ პირებზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტა ლარში.
„ჩემი თხოვნა და რჩევაა, რომ კარგად გადაამოწმოთ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა აქციების დროს შემოთავაზებული პირობები. რადგანაც წინასაახალწლო პერიოდი განსაკუთრებით უხვია მსგავსი შემოთავაზებებით, ხელმოწერამდე გულდასმით გაეცანით სესხის ხელშეკრულებას და ყურადღება მიაქციეთ პირობებს. თუკი ფინანსურ ორგანიზაციასთან პრობლემა შეგექმნათ, შეგიძლიათ თქვენი პრეტენზია დააფიქსიროთ ზეპირად, წერილობით ან ელექტრონულად. ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ეროვნული ბანკის ცხელი ხაზის ნომერზე 2 406 406 ან მოგვწეროთ cp@nbg.gov.ge“, - წერს კობა გვენეტაძე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სებ-ის ერთ-ერთი მთავარი აქტივობა მომხმარებელთა უფლებების დაცვას უკავშირდება.


| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss