ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
TCRC: დამატებითი ტვირთის მოსაზიდად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებები
14 დეკემბერი, 2017, 10:42
TCRC: დამატებითი ტვირთის მოსაზიდად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებები

თბილისი (GBC) -  საქართველოს რკინიგზის სატარიფო ცვლილებები დამატებითი ტვირთის მოსაზიდად არასაკმარისია, - აცხადებს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ და მიიჩნევს, რომ  აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებები, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის შემოღება.

ორგანიზაციის ცნობით,  2017 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების ტვირთების მიმართ საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული იქნა, სატარიფო პოლიტიკაში 14 ცვლილება/დამატება, რომლის მიზანს წარმოადგენდა, ცალკეული ტვირთებისათვის დამატებითი პრეფერენციების მინიჭება, რითაც მიღწეული უნდა ყოფილიყო, ბოლო წლებში დაკარგული ტვირთნაკადების ნაწილობრივი ან სრული კომპენსაცია.

„დასკვნის სახით -2017 წელს, სატარიფო პოლიტიკაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, ვერ უზრუნველყო, 2012 წელს დაწყებული გადაზიდული ტვირთების შემცირების ტენდენციის შეჩერება, მაგალითისათვის, სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრისათვისათვის როგორიცა სატრანზიტო გადაზიდვები - კლება თვალშისაცემია, კერძოდ, 2017 წელს სატრანზიტო გადაზიდვები 4.9 მლნ ტონას მიაღწევს, 2012 წელთან შედარებით (12.1 მლნ ტონა) კლება 59% მდე გაიზრდება”, - აცხადებენ კვლევის ცენტრში.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რკინიგზაზე 2017 წელს განხორციელებული სატარიფო შეღავათები მიმართული იქნა ძირითადად, ქიმიური ტვირთების მოსაზიდად, რაც მაღალრისკიანი ტვირთებია, საკითხიდეტალურ გაანალიზებას მოითხოვს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები