| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - დღეს ჩვენ ვიხილავთ ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას. ამ ბიუჯეტმა სრული ციკლი გაიარა და ეს მაკროეკონომიკურად გამართული ერთ-ერთი კარგი ვარიანტია, რაც მთავრობას ჩვენთვის შეიძლება წარმოედგინა, - ასე შეაფასა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი.
ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იან დეფიციტზე, 4, 5 %-იან შიდა პროდუქტის ზრდაზე და პრაქტიკულად, იმ ვარიანტით, რომელიც არის წარმოდგენილი, მთავრობა, ფიქრობს, რომ 740 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს მომავალ წელს, ვიდრე წელს იხარჯება.
„ჩვენ, შიდა სტრუქტურული გათვლებით ვნახეთ, რომ 1 მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ ბიზნესი, ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტები განხორციელდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებითი ბიზნეს აქტიურობა, დამატებითი სამუშაო ადგილები და მეტი პროექტები იქნება ამ ქვეყანაში. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია ამ ბიუჯეტის, რის გამოც მე ვფიქრობ, რომ ბიუჯეტის ამ ვერსიას მხარი უნდა დავუჭიროთ,“ – ამბობს კანონმდებელი.
როგორც ირაკლი კოვზანაძემ საპარლამეტო ტრიბუნიდან განაცხადა, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი სათანადოდ ასახავს და ადეკვატურად პასუხობს იმ რეალობას და გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss