ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში
13 დეკემბერი, 2017, 14:23
ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში

თბილისი (GBC) - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ახალ კვლევას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2017 წლის 1 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ქართული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული მთლიანი შემოწირულებების  - 15 480 402 ლარის 91% მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, რაც  ათჯერ აღემატება ყველა სხვა პარტიის ჯამურ შემოწირულებებს.

აღსანიშნავია, რომ  11 189 128 (72%) ლარი 1 117 ფიზიკური პირის მიერ გაღებული თანხაა, ხოლო 4 291 274 ლარი – 68 იურიდიული პირის. 

დაფინანსების მხრივ შემდეგ პოზიციებზე არიან:   „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 950 833 ლარით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 122 496 ლარით, „პატრიოტთა ალიანსი” – 66 392 ლარით და „ეროვნული ფორუმი“ – 39 182 ლარით;

კვლევამ აჩვენა, რომ 68 შემომწირველი იურიდიული პირიდან 61 „ქართული ოცნების” შემომწირველია, რომლებმაც მთლიანობაში მმართველ პარტიას 4 285 543  ლარი შესწირეს. მხოლოდ 7-მა იურიდიულმა პირმა გაიღო შემოწირულება „პატრიოტთა ალიანსის“, „ეროვნული ფორუმის“ და „ევროპული საქართველოს“ სასარგებლოდ საერთო ოდენობით 5 711 ლარი. 

განხორციელებული შემოწირულებების ავტორებიდან აღმოჩნდა ისეთი 30 ფიზიკური პირი, რომლებმაც 2012 წელს მაშინდელი სახელისუფლებო პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გაიღო თანხები, 2017 წელს კი ამჟამინდელის - „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

ორგანიზაცია განსაკუთრებით საყურადღებო შემთხვევებსაც გამოყოფს:  ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან ამა თუ იმ ფორმით ღიად დაკავშირებულმა 12-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა „ქართულ ოცნებას“ 2017 წელს 565 000 ლარი შესწირა, 2016-17 წლებში კი ამ თანხამ ერთ მილიონ ლარს გადააჭარბა;

შპს „პოლიმერი“-სა და „პოლიმერი 1“-ის თანამფლობელმა ხუთმა ფიზიკურმა პირმა 2016-17 წლებში მმართველ პარტიას მთლიანობაში 400 000 ლარი შესწირეს. ეს ორი კომპანია იმით არის აღსანიშნავი, რომ ისინი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები არიან. ამ პროგრამის ფარგლებში 2016 წლის 29 სექტემბერს შპს „პოლიმერი 1“-ს თბილისში ქვემო ფონიჭალაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 990 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადაეცა;

2016-17 წლებში „ქართულ ოცნებას“ 170 000 ლარი შესწირეს ვაჟა ციგროშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა ბეჟან ანუაშვილმა. ამ ორმა პირმა გასულ წელს მმართველი პარტიის ანგარიშზე ერთსა და იმავე დღეს - 31 აგვისტოს ჯამში 75 000 ლარი შეიტანა. ამ ამბიდან ორ კვირაში საქართველოს პროკურატურამ ერთი-ერთი საქმე გახსნილად გამოაცხადა, რომლის შედეგადაც ვაჟა ციგროშვილს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 13 ავტომანქანა და 5 კვადროციკლი უკან დაუბრუნდა;

მიმდინარე წლის 24 აგვისტოს „ქართულ ოცნებას“ მთლიანობაში 50 000 ლარი შესწირეს შპს „ჯეუ გრუპი“-ს დირექტორებმა გიორგი მარკოიშვილმა და ნინო კიკაბიძემ. „ჯეუ გრუპი“ მსხვილი კომპანიაა, რომელიც ძირითადად თბილისში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. 2015 წლიდან „ჯეუ გრუპმა“ დაახლოებით 7 მლნ ლარის სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო გამარტივებული შესყიდვის გზით. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტენდერი ამ კომპანიამ მიმდინარე წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელებიდან ორ თვეში, მოიგო;

შპს „გზამშენი-18“-ის ორმა თანამფლობელმა თეიმურაზ ჯახვამ და ვახტანგ ჭანტურიამ 2017 წლის 5 სექტემბერს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 25 000 ლარი შესწირეს. „გზამშენი-18“ მსხვილი საგზაო-სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც მხოლოდ მიმდინარე წელს, დაახლოებით, 10 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება მიიღო, მათ შორის ყველაზე მსხვილი - 4.6 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტი ამ კომპანიას შემოწირულების განხორციელებიდან სამ კვირაში დაუდეს;

2017 წლის 1 ივნისიდან სულ 27-მა თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრმა განახორციელა 5 000 ლარზე მეტი მოცულობის ფულადი შემოწირულება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები