ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა
13 დეკემბერი, 2017, 13:47
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა

თბილისი (GBC) -  ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ძირითადი განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით,  7.25%-მდე გაზარდა.  ახალი განაკვეთი  31 იანვრამდე შენარჩუნდება. 

"არსებული პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლის დასაწყისიდან, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, შემცირებას დაიწყებს. კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ საგრძნობლად გაუფასურდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რამაც, წინა პროგნოზთან შედარებით, გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე (მსგავსი სცენარი განხილული იყო მონეტარული პოლიტიკის 2017 წლის ნოემბრის ანგარიშში). ამასთანავე, ბოლო ორი თვის ბაზრის კვლევის ინდიკატორები ინფლაციური მოლოდინების ზრდაზე მიუთითებს, ხოლო ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესება ასუსტებს მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის შემცირების შესაძლებლობას. ზემოთქმულიდან გამომ­დინარე, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შემცირების მიზნით, გამოიკვეთა მონეტარული პოლიტიკის რეაგირების საჭიროება", - ნათქვამია ბანკის პრესრელიზში, სადაც აღნიშნულია, რომ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების ზომა და ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა.

ეროვნული ბანკი წელს დადებით ეკონომიკურ მაჩვენებლებს ხედავს. 10 თვეში მშპ-ს ზრდის 4.9%-იანი მაჩვენებელზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ეს  აღემატება ეროვნული ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელს. 

"პოზიტიური დინამიკაა საქონლის ექსპორტსა და ტურიზმში. ასევე ზრდადია ფულადი გზავნილების მოცულობაც. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში მოიმატა საქონლის იმპორტის ზრდის ტემპმაც. მიუხედავად იმპორტის აღნიშნული ზრდისა, მიმდინარე წელს მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით", - აღნიშნულია პრეს-რელიზში. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები