| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზეც.
„ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა და მიმდინარე ანგარიშის ხარჯების დაფინანსების გადამწყვეტ კომპონენტად იქცა. ბოლო 5 წელიწადში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია. 2016 წელს, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა პირველად გადააჭარბა 6 მილიონს. წელს კი, 11 თვის მდგომარეობით, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით, 7 მილიონს შეადგენს. ჩვენი პროგნოზით 2017 წელს, საქართველოს ეკონომიკა მიიღებს ამ სექტორიდან 2,8 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალს საერთაშორისო ტურიზმიდან,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
ფინანსთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესების ტენდენციაზეც, აღნიშნა, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, მშპ-ს 7.4 პროცენტს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა 2016 წელს არსებულ თითქმის 13 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss