ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე: ეს არის მაკროეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გამართული ბიუჯეტი
13 დეკემბერი, 2017, 12:34
ირაკლი კოვზანაძე: ეს არის მაკროეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გამართული ბიუჯეტი

თბილისი (GBC) -  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს უჭერს. 

„ეს არის დაბალანსებული, მაკროეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გამართული ბიუჯეტი, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონია.  ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დეფიციტი გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული - 3%-იანი დეფიციტი, რაც ბოლო პერიოდში, პრაქტიკულად, ჩვენ არ გვქონია", - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

კანონმდებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ 2018 წელს ასიგნებები ხარჯებისთვის 12 მილიარდ 400 მილიონზე მეტი იქნება.

"პრაქტიკულად, მომავალ წელს დაიხარჯება 740 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე ვხარჯავთ წლევანდელ წელს. მათ შორის, მინდა გითხრათ და ხაზი გავუსვა  - მილიარდ 800 მილიონზე მეტია იმისათვის, რომ განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული და ბიზნეს პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, დამაკავშირებელი პროექტები, საერთაშორისო მაგისტრალები და ის პროექტები, რომელიც მეზობელ ქვეყნებს აკავშირებს შავიზღვისპირეთთან. ეს ნიშნავს, დამატებით სამუშაო ადგილებს. ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რაც საქართველოს საერთაშორისო მისიას აკავშირებს. ეს ბიუჯეტი გამოირჩევა იმით, რომ არის სოციალურად ორიენტირებული, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, კიდევ დამატებით უზრუნველყოფს და გენერირებს სამუშაო ადგილებს“, - მიიჩნევს კოვზანაძე. 

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები