ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა
12 დეკემბერი, 2017, 18:32
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) - სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა.

კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.

"თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას შესთავაზებს", - აცხადებენ კომპანიაში. 

ახალი პოლიკლინიკის გახსნასთან დაკავშირებით 13, 14, 15 და 16 დეკემბერს ადგილობრივი მოსახლეობა სრულიად უფასოდ მიიღებს ოჯახის ექიმის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ზოგადი ქირურგის, გინეკოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, დერმატო-ვენეროლოგის, ანგიოლოგის კონსულტაციებს, ასევე ჩაუტარდებათ შემდეგი კვლევები, სისხლის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში და ელექტროკარდიოგრამა.

მარნეულის პოლიკლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული და ადგილობრივ ბენეფიციარებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ ახალგახსნილ პოლიკლინიკაში და სრული სამედიცინო მომსახურება 100 %-მდე დაფინანსებით მიიღონ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები